პულიშიჩი სამედიცინო შემოწმებას გადის, "მილანს" ნომერი მზად აქვს

ავტორი
Aa

ამერიკელი ნახევარმცველის კრისტიან პულიშიჩის შვებულება ნაადრევად დასრულდა. "ჩელსის" ფეხბურთელი ამჟამად "როსონერის" ბანაკში სამედიცინო შემოწმებას გადის, თუმცა იტალიურმა გუნდმა ამერიკელისთვის სათამაშო ნომერი უკვე მოამზადა.

"როსონერიში" პულიშიჩი 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც ბოლო სეზონებში ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნოდა. 24 წლის გარემარბი "ჩელსიში"  10 ნომრიანი მაისური გამოდიოდა. 

პულიშიჩის ტრანსფერი "მილანს" პრემიების გათვალისწინებით 22 მილიონი ევრო დაუჯდება.


Facebook კომენტარები