VIDEO: რეინდერსი უკვე მილანშია, ტრანსფერის დეტალები ცნობილია

ავტორი
Aa

უკვე ყველა წყარომ დაადასტურა, რომ "მილანმა" ნიდერლანდულ "ალკმაართან" ტეიანი რეინდერსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ცნობილია, რომ 24 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი "როსონერის" დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება (დამატებითი ბონუსების ჩათვლით).

ფეხბურთელი დღეს აეროპორტში შენიშნეს, ხვალ კი "მილანში" სამედიცინო შემოწმების გასავლელად ელოდებიან.

2022/2023 წლების სეზონში რეინდერსმა "ალკმაარის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასე და ამრიგად, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ნიდერლანდელი "როსონერის" რიგით მე-5 ახალწვეულია, მარკო სპორტიელოს, რუბენ ლოფტუს-ჩიკის, ლუკა რომეროს და კრისტიან პულიშიჩის შემდეგ.



Facebook კომენტარები