"მილანის" ყოფილმა შემტევმა ალეშანდრე პატომ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, "როსონერიში" თამაშის პირველი თვეები და კახა კალაძესთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
"მილანის" ლეგენდებთან ერთად ვარჯიში ახდენილი ოცნება იყო. ბრაზილიურმა მხარემ ხელგაშლილი მიმიღო. კაფუსთან ოჯახში ბევრ დროს ვატარებდით. იმ დროს მისი შვილები თითქმის ჩემი ასაკის იყვნენ".
"ჩემი თანამემამულეები ვარჯიშზე დიდ დახმარებას მიწევდნენ. იმ დროს "მილანში" საქართველოს ნაკრების კაპიტანი გიგანტი კახა კალაძე თამაშობდა, რომელმაც ვარჯიშზე ისე მომჩეხა, რომ ის ტკივილი დღემდე მახსოვს".
"ბრაზილიელებმა მითხრეს, რომ არ მენერვიულა და თუ ის უხეშად მეთამაშებოდა, მეც იგივე გამეკეთებინა".
"ამის შემდეგ ერთ-ერთ ვარჯიშზე ბურთით კალაძე იყო და საკმაოდ უხეშად წავაქციე. წამოდგა, ჩემსკენ წამოვიდა და მეგონა, რომ დამარტყამდა. ხელი აწია, ძალიან დავიძაბე და ამ დროს მოულოდნელად ცერა თითი ასწია. Buon lavoro! (ყოჩაღ!) - მითხრა მან", - იხსენებს ბრაზილიელი.