ჩუკვუეზე: "ჩემი გადაწყვეტილება ოსიმენის დამსახურებაა"

"მილანის" ახალწვეულმა, სამუ ჩუკვუეზემ გაამხილა, რომ კლუბში გადასვლის წინ, თანამემამულეს და "ნაპოლის" ლიდერს, ვიქტორ ოსიმენს ესაუბრა.

"როსონერიმ" ფეხბურთელის ტრანსფერი დღეს 20+8 მილიონ ევროდ დახურა, ჩუკვუეზემ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ოსიმენს ველაპარაკე და მითხრა, რომ "მილანი" ძალიან კარგი კლუბია, საუკეთესოც კი, ამიტომ გადასვლაზე ბევრი არ მეფიქრა".

"მათი ფანები შესანიშნავები არიან, ფეხბურთზე გიჟდებიან. ვიქტორი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც "მილანში" გადმოსვლა გადავწყვიტე, მან მითხრა იტალიაში წამოვსულიყავი", - აღნიშნა ჩუკვუეზემ.


Facebook კომენტარები