

მექსიკის ნაკრებიდან დაბრუნებისას, "მილანის" თავდამსხმელმა სანტიაგო ხიმენესმა Atzeca TV Deportes-ის მიკროფონებთან ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელსაც პირადად და გუნდთან ერთად გადის "როსონერის" რიგებში:
"როდესაც აქ მოვედი, კლუბის სიდიდე მაშინვე გავიაზრე, თუმცა უკვე გარედანაც ვგრძნობდი ამას. შიგნიდან ეს გრძნობა ორმაგდება – კლუბი მართლაც უზარმაზარია. ამჟამად კარგი პერიოდი არ მაქვს, მაგრამ მე საუკეთესო გარემოში მიმიღეს. ვცხოვრობ ოცნებაში, მინდა ვიყო მაგალითი, რომ ყველას ვაჩვენო – ღმერთის წყალობით ყველაფერი შესაძლებელია. ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ვტკბები ყოველ წამით".
"ქალაქი მილანი? ყველა ცვლილება რთულია და პირველი თვე ცოტა მძიმე იყო: ყველაფერი ახალია – ქუჩები, გარემო, ენა, ყველაფერი. თუმცა, ნელ-ნელა ვეჩვევი. ჩემი მეუღლე ძალიან დამეხმარა და მომცა საშუალება, რომ სრულად ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული", - ამბობს ხიმენესი.



