ავტორი
Aa
"მილანს" ზამთარში ოთხი ფეხბურთელის შეძენა სურს
"მილანი" - "დორტმუნდი" | "მილანური ოჯახის" მორიგი შეკრება
"ინტერის", "მილანისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, ავტოავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას ქალაქ ბრეშას პოლიცია ადასტურებს.
როგორც ბრეშას პოლიციამ განაცხადა, ბალოტელიმ ალკო ტესტის ჩაბარებაზე უარი თქვა. ფეხბურთელის ჯანმრთელობას საბედნიეროდ საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ბალოტელი მძიმედ გადაადგილდება.
მარიო ბალოტელი ამჟამად "ადანა დემირსპორის" ფეხბურთელია. 33 წლის თავდამსხმელი თურქულ კლუბს გასულ ზაფხულს, უფასოდ მას შემდეგ შეუერთდა, რაც შვეიცარიული "სიონი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მან "დემირსპორის" მაისურით 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 ბურთი მიითვალა.
Facebook კომენტარები