"La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, 2024 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "მილანი" ოთხი პოზიოციის გაძლიერებას ეცდება. ცენტრალური მცველი და თავდამასმხმელი კი კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება.
შეტევის ხაზში შედარებით რეალურ ვარიანტებად ჯონათან დევიდის ("ლილი"), სერუ გირასის ("შტუტგარტი") ან აკორ ადამსის ("მონპელიე") ტრანსფერი მოჩანს. დევიდის საბაზრო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს. ამიტომ "მილანი" ფეხბურთელის იჯარით აყვანას ან მის უფრო დაბალ ფასად ყიდვას ეცდება. გირასის კი კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 17 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა მისი ტრანსფერი უფრო რეალური ზაფხულში მოჩანს. ასევე, "როსონერი" ახლოს არის "პარტიზანიდან" 17 წლის ტალანტის, მატია პოპოვიჩის ტრანსფერში ბრძოლა მოიგოს.
დაცვის ხაზის გაძლიერება "მილანს" "არსენალის" ფეხბურთელის, იაკუბ კივიორის იჯარით აყვანით სურს, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ "სპეციადან" 25 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი "მეთოფეებმა" გაანათხოვრონ. იგივე ვითარებაა ბენუა ბადიაშილის მიმართებაშიც, რომელიც ამჟამად "ჩელსის" ღირსებას იცავს.
"როსონერის" სიაში ასევე არიან "პაოკის" მცველი, კონსტანტინოს კულერაკისი და "ჯენოადან" "რეჯინაში" განათხოვრებული ალესანდრო მარკანდალი. ამასთანავე, იტალიური კლუბი მარცხენა მცველის, ხუან მირანდას ტრანსფერსაც განიხილავს, რომელსაც მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბეტისთან" კონტრაქტი ეწურება.