"Gazzetta dello Sport"-ის თანახმად, გუშინ ფრანკ კესიე ლომბარდიაში ჩაფრინდა, თუმცა სოციალურ ქსელში სურათი გამოაქვეყნა, რომელშიც აშკარად ჩანს, რომ აფრიკელი ნახევარმცველი პირბადეს და სხვა კორონავირუსის საფრთხის საპრევენციო საშუალებებს არ მოიხმარს.
გარდა ამისა, კესიე "პარმას" შემტევთან ჟერვინიოსთან ერთად გაემგზავრა სამშობლოდან იტალიაში და ვხედავთ, რომ მათ შორის არანაირი სოციალური დისტანცია არ არის.
კლუბის ხელმძღვანელობა გაესაუბრება ფრანკს და სწორ დირექტივებს მიაწვდის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კარანტინში მოუწევს ყოფნა თუ სამწვრთნელო პროცესზე გუნდს შეუერთდება.