5 თვის და 2 კვირის წინ
"ნიუკასლმა" შესაძლოა, "მილანს" სასამართლოში უჩივლოს
"ნიუკასლმა" შესაძლოა, "მილანს" სასამართლოში უჩივლოს
ავტორი
Aa

"ნიუკასლ იუნაიტედმა" შესაძლოა, "მილანს" სასამართლოში უჩივლოს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

საქმე სანდრო ტონალის ეხება. ინგლისელებს ეჭვი აქვთ, რომ იტალიურ კლუბში აზარტულ თამაშებში ტონალის მონაწილეობაზე ყველაფერი იცოდნენ, ამიტომაც, არაა გამორიცხული სასამართლოს მიმართონ ზარალის ასანაზღაურებლად.

საქმე ისაა, რომ ტონალის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რადგან პროკურატურამ დაადგინა, რომ ის ფსონებს საფეხბურთო მატჩებზე დებდა, მათ შორის, თავისი გუნდის, "მილანის" შეხვედრებზე, რაც მძიმე სპორტული დანაშაულია.

ტონალი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, რამაც შეიძლება სასჯელის შემცირება გამოიწვიოს, მაგრამ იტალიელს ფეხბურთს მიღმა დარჩენა დაახლოებით 1 წელი მაინც მოუწევს. "კაჭკაჭებმა" კი "მილანს" მის სანაცვლოდ ზაფხულში 70 მილიონი ევრო გადაუხადეს, შესაბამისად, მასში დიდი ინვესტიცია ჩადეს.

აქვე გეტყვით, რომ "ნიუკასლმა" ტონალის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა და ფეხბურთელს თანადგომა გამოუცხადა.


Facebook კომენტარები