1 დღის და 8 საათის წინ

"მილანის" ბოსებს მენიოსთან კითხვის ნიშნების გაქრობა სურთ

ავტორი
Aa
ოფიციალურად: კრისტიან პულიშიჩი "მილანის" ფეხბურთელია
სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია წინასასეზონო მზადების დაწყებამდე
რაფაელ ლეაოს შემდეგ "მილანში" გუნდის კიდევ ერთი საკვანძო ფიგურის, მაიკლ მენიოს შენარჩუნებაზე ზრუნვას იწყებენ.
ჟურნალისტ დანიელე ლონგოს ცნობით, "როსონერის" მესვეურები ფრანგ მეკარესთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებს დაიწყებენ და გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას შესთავაზებენ.
მენიოს მიმდინარე კონტრაქტი "მილანთან" 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, "როსონერი" კი მას ხელშეკრულების 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას შესთავაზებს. გასამრჯელო კი 4-4.5 მილიონამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მეკარე "შავ-წითლების" რიგებში 2021 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. მის აქტივში 68 მატჩში 29-ჯერ შენახული კარია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
15 საათის და 22 წუთის წინ

ბუფონმა სერია A-ს სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა
17 საათის და 57 წუთის წინ

სარეკორდო თანხა! - რამდენს გამოიმუშავებს "მილანი" მაისურის სპონსორებისგან
1 დღის და 8 საათის წინ

"მილანის" ბოსებს მენიოსთან კითხვის ნიშნების გაქრობა სურთ
1 დღის და 10 საათის წინ

"ყველაფერი პიოლიზე იქნება დამოკიდებული", - არიგო საკი სერია A-ს ფავორიტებზე