logo

რას შეცვლის იბრა?

რას შეცვლის იბრა?

2020 წელს ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანს დაუბრუნდება და ეს გუნდი თითქმის არაფრით არ გავს იმ მილანს, რომელშიც იბრა 2010 წელს თამაშობდა.

როგორც იტალიური პრესა წერს, მილანმა იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი სწორედ იმ განწყობის დასაბრუნებლად გააჩარხა, რომლის დაკარგვაც იტალიელებისთვის მთავარ ტრაგედიად მიიჩნევა.

ძველი მილანისგან განსხვავებით, დღეს გუნდს ვეტერანები აღარ ჰყავს, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჭკუას არიგებენ და შემადგენლობის დისციპლინაზე ზრუნავენ.

წვეულებებსა და დროის ტარებაში მილანში პრობლემას ვერავინ ხედავს, მაგრამ ფეხბურთელისთვის ეს პრიორიტეტი არ უნდა იყოს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან როსონერი გასახდელში სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორებას ელის. გუნდი უნდა დასერიოზულდეს, იბრას კი ეს შეუძლია.

იტალიური პრესა ასევე იტყობინება, რომ იბრაჰიმოვიჩს იანვარში ერთი „ათიანის“ ყიდვას დაპირდნენ, რათა გუნდს გაძლიერება საგრძნობლად დაეტყოს.

უყურე არენას და მართე შენი თამაში

10 თვის წინ
1772 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ