logo

ინძაგი: "მსაჯმა გოლი მალდივებიდან გამიუქმა"

ინძაგი: "მსაჯმა გოლი მალდივებიდან გამიუქმა"

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ 2002 წლის მუნდიალზე მექსიკასთან არჩათვლილი გოლი გაიხსენა.

"პიპომ" კრისტიან ვიერისთან საუბარში განაცხადა, რომ მსაჯმა გოლი მალდივის კუნძულებიდან გაუუქმა, ისე, რომ არც დაუნახავს თამაშგარე.

"გახსოვს მექსიკასთან გოლი? შეტევაში ჩვენ ორი ტოტისთან ერთად ვთამაშობდით. მე გოლი გვაიტანე, მაგრამ მაგრამ ლაინსმენმა მალდივებიდან გააუქმა. ერთი მეტრით ვიყავი თამაშში, მას არასდროს დაუნახავს თამაშგარე, თუმცა გოლი მაინც არ ჩათვალა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, დელ პიერომ გაიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირს ვეთიშებოდით. რეალურად, ჩვენ 30-ე წუთზე დავწინაურდით, რადგან ჩემი გოლი უსამართლოდ არ ჩაითვალა, კარგი გოლი იყო",- თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ 2002 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალია ალესანდრო დელ პიეროს გოლით მექსიკას დაუზავდა და ჯგუფიდან 4 ქულით გავიდა.

5 თვის წინ
812 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 136
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ