logo

რანგნიკმა ინფორმაცია დაადასტურა

რანგნიკმა ინფორმაცია დაადასტურა

"მილანის" ხელმძღვანელობა რალფ რანგნიკთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. bild-თან ინტერვიუში აღნიშნული ინფორმაცია თავად გერმანელმა სპეციალისტმაც დაადასტურა.

"ჩემს აგენტთან ჰქონდათ შეხვედრა, მაგრამ შემდეგ კორონავირუსი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წამოიჭრა. არ ვიცი, რა მოხდება ამის შემდეგ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "მილანში" წავიდე. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს მოლაპარაკებები", - ამბობს რანგნიკი.

ცნობისთვის, თუ მხარეები შეთანხმდებიან, 61 წლის სპეციალისტი "როსონერის" მწვრთნელი-მენეჯერი გახდება, რაც პირველი შემთხვევა იქნება სერია A-ს ისტორიაში.

გერმანელს ბუნდესლიგის სხვადასხვა გუნდში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს ის "რედ ბულ ლაიფციგს" წვრთნიდა, ამჟამად კი "რედ ბულის" საფეხბურთო გუნდების მაღალი რგოლის მენეჯერია.

5 თვის წინ
1295 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 122
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ