ბრიტანული გამოცემა Sky Sport-ის ცნობით, "მილანის" ინტერესის სფეროში "მანჩესტერ იუნაიტედის" სერბი საყრდენი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი მოექცა.
ჯერჯობით "როსონერის" კონკრეტული ნაბიჯები მატიჩის ხელში ჩასაგდებად არ გადაუდგამს, თუმცა იანვარში ამ მხრივ აქტიურობას აპირებს.
რაც შეეხება "მილანის" მთავარ სამიზნეს, ის კვლავ ტოდიბოა, თუმცა კლუბის მესვეურები "ბარსელონასთან" შეთანხმებას ფასზე ვერ ახერხებენ.
ნემანია მატიჩი "მანჩესტერში" 2017 წლიდან ირიცხება. 31 წლის სერბმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.