logo

უდინეზე "მილანს" ბარტერს სთავაზობს

უდინეზე "მილანს" ბარტერს სთავაზობს

"მილანი" როდრიგო დე პაულის შეძენით ინტერესდება და "უდინეზეს" ხელმძღვანელობასთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის საპასუხოდ უდინელებმა არგენტინელი ნახევარმცველის ტრანსფერში "როსონერის" ფეხბურთელის ჩართვა მოინდომეს.

"TodoFichajes.com"-ის ინფორმაციით, "შავ-თეთრებს" თავიანთ კლუბში ბოსნიელი რადე კრუნიჩის ხილვა სურთ, რომელიც მალდინიმ და ბობანმა "ემპოლიდან" 8 მილიონ ევროდ იყიდეს.

რა თქმა უნდა ლომბარდიულ გრანდს თანხის დამატებაც მოუწევს, მაგრამ აშკარაა რომ კრუნიჩის გამო "მილანს" სხვა კლუბებთან შედარებით უპირატესობა აქვს მოპოვებული.

5 თვის წინ
1330 / 1
rossoneri-best
user
zurius Kai ambebia, kai... 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ