Calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანის" პოტენციურმა ახალმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა კლუბს მარიო გიოტცეს ტრანსფერზე მწვანე შუქი აუნთო.
30 ივნისს გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი "დორტმუნდთან" სრულდება, ხოლო მხარეებს ახალი ხელშეკრულების შესახებ კონსესუსი ჯერ მიღწეული არ აქვთ.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონის ხელში ჩაგდებას უფასოდ იტალიური გუნდები "ლაციო", "რომა" და "მილანი" ცდილობენ, თუმცა რანგნიკის ფაქტორიდან გამომდინარე, ფავორიტი "როსონერია".
სავარაუდოდ, მარიო გიოტცეს შეთანხმებას "მილანი" შედარებით დაბალ ხელფასზეც მოახერხებს. ამჟამად "ბაიერნის" ყოფილი მოთამაშე ანაზღაურების სახით წელიწადში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
შემოუერთდით სერია ა-ს ქართულ ჯგუფს და ერთად ვადევნოთ თვალი ჩვენი საყვარელი ჩემპიონატის სიახლეებს.