logo

"მილანი" მზადაა დონარუმას შესანარჩუნებლად ორი ფეხბურთელი გაყიდოს

"მილანი" მზადაა დონარუმას შესანარჩუნებლად ორი ფეხბურთელი გაყიდოს

ჯანლუიჯი დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მთავარი პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. მინო რაიოლა კი მის კიდევ უფრო გაზრდას ცდილობს.

ამ ყველაფრის ფონზე "მილანი" მზადაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შესანარჩუნებლად ორი ფეხბურთელი გაყიდოს: ლუკას პაკეტა და ფრანკ კესიე, რათა დონარუმას სასურველი კონტრაქტი შესთავაზოს.

ბრაზილიელი ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვა "ფლამენგოსა" და "ბენფიკას" სურთ, ხოლო კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველის ყიდვა პრემიერ ლიგის კლუბებს უნდათ.

დონარუმასათვის პრიორიტეტული "როსონერიში" დარჩენაა, თუმცა რაიოლა სხვა კლუბებთანაც ცდილობს მოლაპარაკებების გამართვას. მიუხედავად ყველაფრისა, ლომბარდიელებს სჯერათ, რომ ჯიჯიო იგივე ხელფასს დათანხმდება რაც ახლა აქვს და კლუბთან კონტრაქტს კიდევ სამი წლით გაახანგრძლივებს.

5 თვის წინ
1206 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ