logo

ბრიასკო: "ზლატანთან ერთ გუნდში თამაში შესანიშნავი იქნება"

ბრიასკო: "ზლატანთან ერთ გუნდში თამაში შესანიშნავი იქნება"

ბუენოს აირესში დაბადებულმა და წარმოშობით სომეხმა ფეხბურთელმა ნორბერტო ბრიასკომ "Tuttomercatoweb"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მის მომავალზე ისაუბრა.

"მილანი"? ვნახოთ რა იქნება, მაგრამ მიხარია, რომ ამაზე საუბარი მიმდინარეობს. ევროპაში თამაში მინდა და "როსონერიში" ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. ზლატანთან ერთ გუნდში თამაში შესანიშნავი იქნება."

"რომელ იტალიურ კლუბში ვითამაშებდი? ისტორიულად "მილანი" ყველაზე მიმზიდველია, თუმცა აქვე არიან "ინტერი" და "იუვენტუსი". ასევე ძალიან მომწონს ინგლისის პრემიერ ლიგა."

"ჩემი მთავარი პლუსი ერთი ერთზე თამაშია, რადგან სწრაფი ვარ. ეს სტილი ყველაზე მეტად ინგლისს უხდება და ნისლიან ალბიონზე თამაში ჩემი ოცნებაა, თუმცა სერია ა-ში თამაშის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებ." - განაცხადა ბრიასკომ.

3 თვის წინ
714 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ