logo

ტონალიზე მუშაობა დაიწყო: შეთავაზების დეტალები

ტონალიზე მუშაობა დაიწყო: შეთავაზების დეტალები

"ბრეშას" 19 წლის ვარსკვლავისათვის ბრძოლაში ძალიან ბევრი გუნდი ჩაება და მათ შორისაა "მილანიც", რომელმაც პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. "ბრეშას" პრეზიდენტი მასიმო ჩელინო თავისი გუნდის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

"როსონერი" ამ თანხის გადასახელად მზადაა ფრანკ კესიესა და ლუკას პაკეტას შეელიოს, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელობის გეგმებში ვერ ჯდებიან. ლომბარდიული გრანდი შესაძლოა ამ ბრძოლაში ფავორიტადაც კი შევრაცხოთ, რადგან ტონალი ბავშვობიდან ჯენარო გატუზოსა და "მილანის" დიდი გულშემატკივარია.

რაც შეეხება შეთავაზებას: "ბრეშას" ძალიან მოსწონს "შავ-წითლების" ახალგაზრდული სექტორის რამდენიმე მოთამაშე, ამიტომ "როსონერის" წარმომადგენლები მზად არიან სანდროს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღონ და ამასთანავე ტრანსფერში ალესანდრო პლიცარი ან მატეო გაბია ჩართონ.

7 თვის წინ
1406 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ