logo

"იუვენტუსი" დონარუმას ტრანსფერში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ჩარვას გეგმავს

"იუვენტუსი" დონარუმას ტრანსფერში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ჩარვას გეგმავს

ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, "იუვენტუსი" დონარუმასათვის კვლავ იბრძვის და როგორც ჩანს მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენას კვლავ ეცდება. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ "მილანსა" და ახალგაზრდა კიპერს შორის კონტრაქტის გახანგრძლივება ჭიანურდება.

"Sportmediaset"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" დონარუმას ტრანსფერში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ფედერიკო ბერნარდერსკის ჩართვას გეგმავს. ამას გარკვეული თანხაც დაემატება, თუმცა რამდენი ჯერჯერობით უცნობია.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე იწერებოდა ბერნარდერსკი-პაკეტას ბარტერზე, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. რაც შეეხება დონარუმას, მას მსურველი აპენინის ფარგლებს გარეთაც მრავლად ჰყავს და "როსონერის" მისი შენარჩუნება ნამდვილად გაუჭირდება.

6 თვის წინ
1613 / 1
rossoneri-best
user
rossoneri-best თუ მაინცდამაინც უნდა წავიდეს, ჩელსიზე უკეთეს შეთავაზებას ვერავინ გააკეთებს. თან ღირსეულად დაბრუნებას შეეძლება
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 105
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ