logo

კალაძეს ხუმრობა და განრისხებული გატუზო

კალაძეს ხუმრობა და განრისხებული გატუზო

კარლო ანჩელოტი ჯენარო გატუზოსა და კახა კალაძეზე კურიოზულ ისტორიას იხსენებს: 

"ერთ დღეს კალაძემ ვარჯიშის დროს ბოდიშის მოხდით ყველანი გაგვაჩერა და გვთხოვა მისთვის მოგვესმინა. ჩვენც იმის მოლოდინში ვიყავით თუ რას გვეტყოდა და მან თქვა: 2 დღესა და 14 საათში ჯენარო გატუზოს დაბადების დღეა. თანაგუნდელებმა ბევრი იცინეს, თუმცა რინო გაბრაზდა."

"9 იანვარიც დადგა, რინოს დაბადების დღე. ჩვენ კახას ვკითხეთ: არაფერი გაქვს სათქმელი? არა, რა უნდა ვთქვაო გვიპასუხა."

"მე რინოს შევხედე, კუთხეში იდგა ისე, როგორც ბომბი, რომელიც აფეთქების მოლოდინშია. 9 იანვარმა უჩვეულოდ ჩაიარა. რინოც ბედნიერი იყო, რადგან ეგონა, რომ მან გაიმარჯვა და მისმა მუქარამ კალაძეზე გაჭრა, თუმცა 10 იანვარს, როდესაც სასაუზმოდ დავჯექით, კალაძე დამწუხრებული სახით გატუზოს მიუახლოვდა. რინომ კი უთხრა: როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული მოხდა. კახამ კი უპასუხა: დიახ ბატონო. დღეიდან გატუზოს დაბადების დღემდე 364 დღე დარჩა. მას შემდეგ რაც მოხდა მის გაგებას არც გირჩევთ."

3 თვის წინ
899 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 350
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ