თერიმი საავადმყოფოდან გამოწერეს

თერიმი საავადმყოფოდან გამოწერეს

სტამბოლის "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი საავადმყოფოდან გამოწერეს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული გუნდის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

66 წლის სპეციალისტი ჰოსპიტალში კორონავისუსის სიმპტომებით გადაიყვანეს. ამჟამად თურქი სპეციალისტი თავს კარგად გრძნობს და მომდევნო ორ კვირას საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ფათიჰ თერიმს თავის დროზე ფლორენციის "ფიორენტინაში", "მილანსა" და თურქეთის ნაკრებში უმუშავია.

1 წლის წინ
1416 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი