როცა პაოლო მალდინი და რიკი მასარა "მილანთან" ახალ კონტრაქტებს ოფიციალურად გააფორმებენ, გუნდის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას შეუდგება.
როგორც იწერება, RedBird-ი "მილანს" ტრანსფერებისთვის მხოლოდ 55-60 მილიონ ევროს გამოუყოფს, რასაც ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული თანხაც დაემატება, რომელმაც შესაძლოა დაახლოებით 55 მილიონი შეადგინოს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, "როსონერის" ალექსის სალმაკერსის, ანტე რებიჩის, სამუ კასტილეხოს, ლეო დუარტეს, ფოდე ბალო-ტურესა და მატია კალდარას გაყიდვის იმედი აქვს.