სკარონი: "დავამტკიცეთ, რომ შეუცვლელების შეცვლაც შეგვიძლია"

სკარონი: "დავამტკიცეთ, რომ შეუცვლელების შეცვლაც შეგვიძლია"

იტალიურ და ესპანურ მედიაში მილანის შემტევის რაფაელ ლეაუს მიმართ არსებული ინტერესის შესახებ საუბრები არ წყდება. პარალელურად, "მილანი" და პორტუგალიელი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.

სიტუაცია "როსონერის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ შეაფასა:

"ტრანსფერებს მე არ ვმართავ. ლეაო ცალსახაა, ჩვენი ბრილიანტია, მაგრამ "მილანმა" დაამტკიცა, რომ იმათი შეცვლაც კი შეუძლია, ვინც, თითქოს, შეუცვლელია.

ახლა მახსენდება, როგორ გამოჩნდა კალულუ კიაერის ტრავმის შემდეგ, ახლა ყველა ბედნიერია, რომ ახალი ტალანტი აღმოვაჩინეთ".

1 თვის წინ
814 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები