logo

ბოატენგი: "ეს ყველაზე ლამაზი გოლია, რაც გამიტანია" (+ვიდეო)

კევინ პრინც ბოატენგი "მილანში" 2010-2013 წლებში ასპარეზობდა, 2016 წელს კი ლომბარდიაში 6 თვე დაჰყო. განელმა ნახევარმცველმა "Sky Sport"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"მილანში" ძალიან კარგი დრო გავატარე. რომ მახსენდება იქ განვლილი თავგადასავლები, ახლაც აფექტის ქვეშ ვვარდები. საუკეთესო გოლი კარიერაში? მარტივია, "ბარსელონას" კარში ჩემპიონთა ლიგაზე უდაოდ საუკეთესო იყო."

"ყველაზე გიჟური შეხვედრა "ლეჩე"-"მილანი" იყო (3:4), სადაც ორი საოცარი გოლი გავიტანე. ბევრი პროფესიონალ ფეხბურთელად არ აღმიქვამდა, რაც მაბრაზებდა. პირველ ტაიმში 3:0-ს ვაგებდით და აკვილანის განცხადებით მხოლოდ სასწაულიღა თუ გვიშველიდა."

"მეორე ტაიმში მოედანზე შემოვედი და 4:3 გავიმარჯვეთ. სამი გოლი მე გავიტანე და მან გიჟი მიწოდა. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა კრიტიკას ასე პასუხობ." - განაცხადა ბოატენგმა.

6 თვის წინ
1605 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ