"სასუოლო" – "მილანი" | პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"სასუოლო" – "მილანი" | პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"მილანის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ "სასუოლოსთან" მატჩის წინ ისაუბრა.

"ამ ხნის განმავლობაში საუკეთესონი ვართ და ხვალაც ასე უნდა ვიყოთ. ბიჭებს ეს ვუთხარი.

წარსულს მნიშვნელობა არ აქვს, ხვალ რასაც ვიზამთ – კი. რთული თამაში იქნება და ამ გზაზე რამის დახმარებით არ გავსულვართ. 

ხვალ "სასუოლო" ჩვენს დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებს. ფანებსაც ვეტყოდი, რომ რთული მატჩი იქნება და ერთად, იმაზე დაყრდნობით, რასაც ამ წლის განმავლობაში ვაჩვენებთ, უფრო ძლიერნი ვართ.

ყველა და ყველაფერი გვჭირდება. ჩემი 28 მოთამაშე და ყველა ფანი დამჭირდება "რეჯიო ემილიაზე" ხვალ. 

იბრაზე: ის ჩვენზე, ყველაზე, ფიქრობს. ძალიან მაგარი ფეხბურთელია.

მე როგორ ვარ?: კარგად, კარგად დავიძინებ, ვიცი ყველა გაჭირვება, რომელთაც წავაწყდებით. მეც ისეთივე მოტივირებული და კონცენტრირებული ვარ, როგორებიც ჩემი მოთამაშენი.

"მილანისთვის" სათამაშოდ მოვემზადეთ, რომ ვიყოთ ფრთხილნი და დაბალანსებული გუნდი.

ფანებს რას ვეტყვი?: ფორცა მილან, ყოველთვის იბრძოლეთ", – დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

 

1 თვის წინ
698 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო