logo

სამი ფაქტორი, რაც კასტროვილის "მილანში" ტრანსფერს ხელს უწყობს

სამი ფაქტორი, რაც კასტროვილის "მილანში" ტრანსფერს ხელს უწყობს

გაეტანო კასტროვილის იტალიური გრანდების რიგი უდგას, მისი შეძენით ბევრი გუნდი ინტერესდება. "Calciomercato.com" კი იმ სამ ფაქტორზე საუბრობს, რომელიც ახალგაზრდა იტალიელის "მილანში" ტრანსფერს ხელს შეუწყობს.

პირველი ფაქტორი "მილანისადმი" სიყვარულია. კასტროვილის კუმირი რიკარდო კაკაა და "როსონერიში" 22 ნომრიანი მაისურით ასპარეზობა მისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

მეორე ფაქტორი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრობაა, რასაც "იუვენტუსი" და "ინტერი" მას ვერ შეპირდებიან. "როსონერის" ახალგაზრდულ პროექტში მას უმნიშვნელოვანესი როლი დაეკისრება.

მესამე ფაქტორი კი ლუკას პაკეტაა, რომლის გადაბირებითაც "ფიორენტინა" ინტერესდება. ფლორენციელები იმ თანხას ვერ იხდიან, რასაც ლომბარდიული გრანდი ბრაზილიელის სანაცვლოთ ითხოვს, თუმცა გაეტანოს ჩართვის ყველაფერი შესაძლებელი იქნება.

4 თვის წინ
903 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ