"მილანი" 2:0 "ატალანტა" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

"მილანი" 2:0 "ატალანტა" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

სტეფანო პილის "მილანმა" ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი მყარი ნაბიჯი გადადგა და "ატალანტა" შინ დამწუხრებული გაუშვა.

მატჩის შემდეგ მისტერმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"პირველ რიგში, მსურს გულშემატკივრებს მივესალმო, თქვენ შესანიშნავი რამ ხართ. მთელი სეზონი ჩვენი შთაგონების წყარო იყავით.

დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ძლიერ გუნდს ძალიან პრინციპულ დაპირისპირებაში კარგად ვეთამაშეთ, იყო ხარვეზები თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა.

გასულმა თამაშებმა გვაჩვენეს, რომ გვაქვს საკმარისი რწმენა და თავდაჯერებულობა. ახლა მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა და ჩვენი მოტივაცია არ უნდა დაკვარგოთ.

დღეს, "სან სირომდე" 10 000 გულშემატკივარი გველოდა, წინ კიდევ ერთი ასეთი კვირაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ვნების შესანარჩუნებლად".

 

 

1 თვის წინ
971 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო