logo

"მილანი" ორ ფეხბურთელს დააბრუნებს

"მილანი" ორ ფეხბურთელს დააბრუნებს

ალესანდრო პლიცარი და ტომასო პობეგა 2020/21 წლების სეზონში "მილანში" დაბრუნდებიან. ორივე მათგანი ამჟამად არენდის წესით სერია ბ-ში ასპარეზობს. 20 წლის მეკარე "ლივორნოში", ხოლო 21 წლის ნახევარმცველი "პორდენონეში".

პობეგა სერია ც-დან ახლახან აღზევებულ კლუბთან ერთად ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ბევრი გამოცემა მას გაეტანო კასტროვილის მსგავს მომავალს უწინასწარმეტყველებს, რომელმაც სერია ბ-დან "ფიორენტინას" ლიდერად ჩამოყალიბებას ერთი სეზონი მოანდომა.

პლიცარისათვის სეზონი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა ნოემბრიდან ძირითადი შემადგენლობიდან ლუკას ზიმას ამოგდება შეძლო. ძალიან სუსტი დაცვის ფონზე ალესანდრომ 15 შეხვედრაში 29 გოლი გაუშვა, ხოლო თავად "ლივორნო" სერია ც-ში დაქვეითების მთავარი კანდიდატია.

6 თვის წინ
1301 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ