logo

ელ შაარავი "მილანზე": "ყოველთვის ჩემი გუნდი იქნება"

ელ შაარავი "მილანზე": "ყოველთვის ჩემი გუნდი იქნება"

"შანჰაი შენჰუაში" გატარებული ერთი წლის შემდეგ სტეფან ელ შაარავი ღიად ასაჯაროვებს ჩინეთის დატოვების სურვილს და სამშობლოში დაბრუნება უნდა. 28 წლის იტალიელ-ეგვიპტელმა შემტევმა "Sky Sport"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"არ ვიცი რა იქნება მომავალში, თუმცა ჯერ კიდევ იანვარში ჩემი ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობას შევატყობინე რომ ევროპაში დაბრუნება მინდა. სამშობლოში ყველაფერი მენატრება, ოჯახიდან დაწყებული მეგობრებით დასრულებული."

"გულში ჯერ კიდევ "მილანის" ფეხბურთელი ვარ, მაგრამ მაშინ წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. "როსონერი" ყოველთვის ჩემი გუნდი იქნება, რადგან ბავშვობიდან შავ-წითელი მაისურის მორგებაზე ვოცნებობდი." - განაცხადა ელ შაარავიმ.

3 თვის წინ
812 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 356
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ