logo

აბიატი: "გალიანისთან საუბრის შემდეგ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი"

აბიატი: "გალიანისთან საუბრის შემდეგ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი"

კრისტიან აბიატი "მილანში" დიდი ხანი ასპარეზობდა და "როსონერისთან" ერთად ბევრ ტიტულს დაეუფლა. 2017/18 წლების სეზონში კი მენეჯერის თანამდებობაც ეკავა. ვეტერანმა მეკარემ "Milan TV"-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"სერია ც-ში ვთამაშობდი "მონცას" შემადგენლობაში და ჩემპიონატს ვიგებდით, როცა გალიანიმ დამირეკა. მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რადგან "მილანში" თამაშზე სულ ვოცნებობდი, მათ კი ჩემი შეძენა უნდოდათ."

"სერია ბ-ს საგზურის მოპოვებიდან მეორე დღეს სამედიცინო შემოწმება უნდა გამევლო, თუმცა ვერ მივედი, რადგან თანაგუნდელებთან ერთად მთელი ღამე ავღნიშნავდი."

"დაუვიწყარი შეხვედრები? ასეთი ორი მაქვს. პირველი დერბი, რომელიც 2-2 დასრულდა და ბოლო მოპოვებული სკუდეტო 3-0 გამარჯვებით. თამაშამდე ჩემთან პატო მოვიდა და მითხრა, რომ ყველაფერს მოვიგერიებდი, ხოლო თვითონ დუბლს შეასრულებდა. ასეც მოხდა."

"რომელ შეხვედრას გავამეორებდი? 2012 წლის დერბის, სადაც გამოსვლაზე შეცდომა დავუშვი და ვალტერ სამუელმა გამიტანა გოლი. ყველაზე ძლიერი პარტნიორი? გამორჩევა რთულია, რადგან საბედნიეროდ ბევრ ჩემპიონთან მითამაშია. ურთულესი ოპონენტი? მესი." - განაცხადა აბიატიმ.

3 თვის წინ
759 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 355
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ