logo

კონკრეტული ინტერესი ტეოს მიმართ - ერნანდესს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

კონკრეტული ინტერესი ტეოს მიმართ - ერნანდესს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ტეო ერნანდესი "მილანში" გადაბარგების დღიდან ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და არა მარტო ძირითადი შემადგენლობის, გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად მოგვევლინა.

ამის ფონზე მისდამი ინტერესი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გაიზარდა და მისი შეძენით ბევრი გუნდი დაინტერესდა, თუმცა "BBC"-ის ინფორმაციით, "იუვენტუსის" სახით მას სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა მოხიბლულია მისი შესაძლებლობებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ იტალიურ ფეხბურთს იდეალურად მოერგო და მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ტეო იქნება.

2 თვის წინ
791 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 325
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ