"ცრვენა ზვეზდას" აღმასრულებელმა დირექტორმა ზვეზდან ტერზიჩმა Telegraf.rs-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ კლუბმა მიაღწია შეთანხმებას 18 წლის სერბი თავდამსხმელის მარკო ლაზეტიჩის "როსონერის" ბანაკში გადასვლის შესახებ.
აღნიშნულ ტრანსფერში იტალიური კლუბი 5 მილიონ ევროს გადაიხდის. ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს.
ხვალ "მილანის" წარმომადგენლები ლაზეტიჩის გარემოცვას შეხვდებიან, რათა პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ.
როგორც კი ეს გაკეთდება, მხოლოდ მცირე დეტალები დარჩება, სანამ სერბი ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება "როსონერის" ნაწილი.
ესეთი უნდა მოიყვანო როცა სასტავის მოთამაშე გყავს ტოპი და მასთან ერთად რომ გაიზარდოს, ადაპტაცია გაიაროს , განვითარდეს და 5-10 წუთი ათამაშო ....
რავა ყველა ძუნწი ამ გუნდში შეიკრიბა