რაფაელ ლეაომ LA Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.
"იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონია, რომელიც თავის წარსულს არ ივიწყებს. ის ყოველთვის მახსენებს, რომ დაუღალავად შრომა წარმატების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომლის გარეშეც შენს პოტენციალს ვერ გამოიყენებ", - განაცხადა ლეაომ.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაომ მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა ითამაშა და 6 გოლის გატანა მოახერხა.