logo

მირაბელის 40 მილიონიანი ჩავარდნა

მირაბელის 40 მილიონიანი ჩავარდნა

ბოლო დროს "მილანის" მთავარი პრობლემა არასწორად დახარჯული ფულია და ეს ეხება ლუკას ბილიასაც. ზაფხულში მას "როსონერისთან" კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით ასაკის გამო (34 წლისაა) არც გახანგრძლივდება.

ლომბარდიულ გრანდს არგენტინელი ნახევარმცველი 40 მილიონი ევრო დაუჯდა. 2017 წელს მირაბელიმ მის სანაცვლოდ "ლაციოს" 25 მილიონი ევრო გადაუხადა და სეზონურად ხელფასი 5 მილიონი ევრო დაუნიშნა.

თებერვლის შუა რიცხვებში მიღებული მუხლის ტრავმა ბილიას მილანურ კარიერაში მერვე იყო. ლუკასს ოფიციალური შეხვედრების 1/3 გაუცდა და ბოლო ორ სეზონში ძირითადი შემადგენლობის წევრად არც კი განიხილებოდა.

ამას გარდა გასულ სეზონში სკანდალში გაეხვა, როცა ფრანკ კესიეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. კიდევ ერთ სკანდალში წლევანდელ სეზონში გაეხვა, როცა "Sky Sport"-ის კამერებმა შესვენებაზე ანტე რებიჩთან და ფრანკ კესიესთან ერთად მობილური ტელეფონით ხელში დააფიქსირეს.

ბილია ბონუჩისთან ერთად 2017 წლის მთავარი შენაძენი გახლდათ. მირაბელის აზრით, სერია ა-ს საუკეთესო ნახევარმცველი ჩაიგდო ხელში, მაგრამ ლუკასმა ბოლო ორ სეზონში მხოლოდ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ფაქტია, რომ ჩინელების ხელმძღვანელობის ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერია.

8 თვის წინ
1260 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ