მატერაციმ ზლატანს დასცინა

მატერაციმ ზლატანს დასცინა

მარკო მატერაციმ თავის ყოფილ თანაგუნდელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ დასცინა.

საგულისხმოა, რომ იბრა და მატერაცი ამ თვის დასაწყისში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერი La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუთი დაიწყო.

"მატერაცისთან წლების განმავლობაში დაუმთავრებელი საქმეები მქონდა. მე ის დერბიში დავაბრუნე. თამაშის დროს ის აწეული ფეხებით შემოფრინდა. მე კი გადავხტი მის თავიდან ასაცილებლად და ამ დროს იდაყვი ძლიერად ჩავარტყი", - წერდა ზლატანი.

მატერაციმ შვედს Twitter-ის პოსტით უპასუხა, სადაც ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის ორ ტიტულზე გაამახვილა, რომელიც ზლატანს კარიერის განმავლობაში არადროს არ აქვს მოგებული.

ერთ-ერთმა იტალიურმა გამოცემამ სურათი გამოაქვეყნა, სადაც იბრას და მატერაცის ინტერში ყოფნის დროა ასახული.

მატერაციმ ამ სურათზე გარკვეული ცვლილებები გააკეთა. მან იბრაჰიმოვიჩის სახე სამუელ ეტო'ოს სახით შეცვალა და იტალიურ გამოცემას შეტყობინება გაუგზავნა: "შეცდომა დაუშვი. თუ გინდოდა ტრიპლერის სურათის ჩვენება, ეს უნდა გამოგექვეყნებინა".

6 თვის წინ
1167 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები