ბერლუსკონი: "სან სიროს დანგრევა დიდი ტკივილი იქნება"

ბერლუსკონი: "სან სიროს დანგრევა დიდი ტკივილი იქნება"

"მილანის" ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი უერთდება მათ, ვინც სტადიონ ჯუზეპე მეცას დანგრევას ეწინააღმდეგება.

მან "როსონერში" 31 წელი გაატარა და მის პერიოდში კლუბმა მოიგო რვა სკუდეტო, ხუთი ევროპის თასი, ერთი კოპა იტალია, ექვსი იტალიის სუპერთასი, ორი საკონტინენტთაშორისო თასი, ხუთი უეფას სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

"სან სიროს დანგრევა ძალიან მტკივნეული იქნება. ეს არის ფეხბურთის სიმბოლო, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში.სან სიროს დანგრევა ღრმა ჭრილობა იქნება. ეს მოვლენა გულისხმობს ყველას ისტორიის ერთ ნაწილზე უარის თქმას. ეს ალბათ ყველაზე საყვარელი სტადიონია იტალიაში", განაცხადა "როსონერის" ყოფილმა მფლობელმა.

6 თვის წინ
580 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები