იბრაჰიმოვიჩი: "ფანები 11-ნომრიანი მაისურით მიცნობენ"

იბრაჰიმოვიჩი: "ფანები 11-ნომრიანი მაისურით მიცნობენ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ "მილანში" 11-ნომრიანი მაისური  მისია . ეს ის ნომერია, რომელიც იბრამ სპეციალურად მოითხოვა 2012 წელს პსჟ-ში წასვლის შემდეგ. იბრა "როსონერში" პირველი ორი სეზონი სწორედ ამ მაისურით თამაშობდა. ზლატანს "მილანში" ისევ დაბრუნების შემდეგ 21-ნომრიანი მაისური ეცვა, რადგან რა ნომერიც მას სურდა დაკავებული იყო, ახლა კი მაისური გათავისუფლდა და შვედ ფორვარდს ერგო.

"11 ნომერი ავირჩიე ამ სეზონში "მილანში" სათამაშოდ. ფანები ამ ნომრით მიცნობენ და ამის დაბრუნება ძალიან მსურდა. 21 ნომერი, როცა მეცვა თავს ისე ვერ ვგრძნობდი, როგორც წარსულში, ამიტომ ვითხოვე, რომ ჩემი ძველი მაისურის ნომერი დამბრუნებოდა", - განაცხადა იბრამ.

 

2 თვის წინ
405 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო