იბრაჰიმოვიჩი: "პოლიტიკაში წასვლა არ მსურს"

იბრაჰიმოვიჩი: "პოლიტიკაში წასვლა არ მსურს"

2021 წლის თებერვალში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსს მოუწოდა, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა და სპორტით დაკავებულიყო.

ამაზე კი ჯეიმსმა უპასუხა, რომ მხოლოდ სპორტით შემოფარგვლას არ აპირებდა და თანასწორობის და რასიზმის პრობლემებზე მომავალშიც ისაუბრებდა.

"მილანის" და შვედეთის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ლებრონ ჯეიმსთან სიტყვიერი დაპირისპირება გაიხსენა.

"სპორტი ხალხს აერთიანებს, პოლიტიკა კი ჰყოფს. თუკი რასიზმზე ვსაუბრობთ, ეს სულ სხვა რამაა. ამას მეც ვეთანხმები. უბრალოდ, პოლიტიკით არ ვარ დაკავებული. ეს რომ მექნა, ახლა პრეზიდენტი ვიქნებოდი. ლებრონს პირადად არ ვიცნობ და არც ვამტყუნებ. რასისტებთან დაკავშირებით ის სიმართლეს ამბობს. როდესაც 50 ათასი ადამიანი წყეულ ბოშას გეძახის, ესეც რასიზმია. სხვა საქმეა, რომ პოლიტიკაში ჩართვა არ მსურს. ჩემი საქმე სპორტია", - განაცხადა ზლატანმა.

 

2 თვის წინ
302 / 1
გ. გელაშვილი
user
Arigo განაცხადა ახალგაზრდა გრგა პიტიჩმა (გაიხსენეთ ემირ კუშტურიცას ფილმი "თეთრი კატა, შავი კატა")smile
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო