უახლესი ცნობა სტეფანო პიოლის კონტრაქტის შესახებ

უახლესი ცნობა სტეფანო პიოლის კონტრაქტის შესახებ

"მილანმა" სტეფანო პიოლის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც "როსონერის" ვებგვერდი წერს, იტალიელი სპეციალისტი გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ახალ კონტრაქტში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის მიხედვით მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება 2024 წლამდეც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ პიოლიმ ლომბარდიული კლუბი 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. იტალიელი სპეციალისტის ანგარიშზე 106 მატჩში 59 გამარჯვება, 27 ფრე და 20 მარცხია.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში "მილანი" 13 ტურის შემდეგ "ნაპოლისთან" ერთად პირველ ადგილზეა.

2 თვის წინ
350 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო