logo

ნიკოლა: "ამ უპირატესობის აღმოფხვრის შემდეგ "მილანის" დამარცხება მარტივია"

ნიკოლა: "ამ უპირატესობის აღმოფხვრის შემდეგ "მილანის" დამარცხება მარტივია"

"მილანთან" სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ჯენოას" მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ნიკოლამ "Dazn"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"რთული, მაგრამ სასიამოვნო გამარჯვება მოვიპოვეთ. ნახევარდაცვაში ბურთის გაკონტროლება გაგვიჭირდა, თუმცა დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ასევე აღსანიშნავია ჩვენი შემტევების მაღალი პრესინგი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გამარჯვებისათვის."

"ჩვენი ძირითადი ყურადღება მარჯვენა ფლანგზე იყო გადატანილი. რებიჩისა და ტეოს შეჩერების შემდეგ "მილანის" დამარცხება მარტივია. ამას გარდა რომერო იბრაჰიმოვიჩს ძალიან კარგად გაუმკლავდა. გუნდში ნამდვილი კაცები მყავს და ეს ძალიან მომწონს."

"ჩემპიონატის გაუქმება? ამ შემთხვევაში კლოპის ინტერვიუს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ იმ საქმეზე არ უნდა ვილაპარაკო, რაც ჩემს კომპეტენციაში არ შედის." - განაცხადა ნიკოლამ.

7 თვის წინ
1321 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ