"Transfermarkt-მა" ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.
1-ლ ადგილზე ნორვეგიელი ცენტრფორვარდი ერლინგ ჰალანდია, რომლის ფასიც 150 მილიონი ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში მე-4 პოზიციას ფრენკ კესი იკავებს, რომელიც, წყაროს ვერსიით, 55 მილიონ ევროდაა შეფასებული.
მიმდინარე სეზონში კესიმ "მილანის" მაისურით 12 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა. მას ლომბარდიულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
იხილეთ სრული სია, ფოტოს სახით.