logo

პიოლი: "ჯენოას" დომინანტური ფეხბურთის თამაში უყვარს და ამის უფლება არ უნდა მივცეთ"

პიოლი: "ჯენოას" დომინანტური ფეხბურთის თამაში უყვარს და ამის უფლება არ უნდა მივცეთ"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "ჯენოასთან" შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავს გამარჯვებების სერია და ვეცდებით კვლავ დავადგეთ ამ გზას. ჩემმა ბიჭებმა იციან ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა, ამიტომ ამ დღეების განმავლობაში ისინი თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ."

"ხელმძღვანელობის მხრიდან ნდობას ყოველთვის ვგრძნობდი და მათ შორის გაზიდისისაგან, თუმცა ამჟამად ამაზე საუბრის დრო არაა და მთლიანად მომდევნო შეხვედრებზე ვარ კონცენტრირებული."

"ნიკოლას მოსვლის შემდეგ "ჯენოა" გამარჯვების გზებს დაუბრუნდა, რაც ბევრის მანიშნებელია. მას ძალიან რთული მისია დაეკისრა, რომელსაც თავს წარმატებით ართმევს და მის ხელში გუნდი დომინანტ ფეხბურთს თამაშობს, რისი უფლებაც ჩვენ არ უნდა მივცეთ."

"სან სიროზე" უმაყურებლოდ თამაში ძალიან უცნაურია, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა. ვეცდებით გულშემატკივრებს კვლავ ჩავუსახოთ იმედები, რადგან ჩვენ მიზნის მიღწევა შეგვიძლია." - განაცხადა პიოლიმ.

7 თვის წინ
889 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ