logo

კიაერი თუ მუსაკიო? რომელი მათგანი დატოვებს "მილანს"

კიაერი თუ მუსაკიო? რომელი მათგანი დატოვებს "მილანს"

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში მატეო მუსაკიო "მილანს" დატოვებს, რადგან ძირითადი შემადგენლობის წევრად ალესიო რომანიოლისთან ერთად სიმონ კიაერი განიხილება, რომლის გამოსყიდვაც "როსონერის" მხოლოდ 5 მილიონი ევრო დაუჯდება.

გარდა ამისა, 30 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველი სათადარიგო ვარიანტადაც არ განიხილება, რადგან ახალგაზრდა მატეო გაბია, რომელმაც კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და პიოლისათვის უკეთესი ვარიანტიცაა.

რაც შეეხება მუსაკიოს, თუ ზემოთ ხსენებულ გამოცემას დავეყრდნობით მსურველები ინგლისური პრემიერ ლიგიდან და ესპანური ლა ლიგიდან საკმაოდ ბევრი ჰყავს, ამიტომ ნავსაყუდელის შერჩევა არ გაუჭირდება.

2 თვის წინ
649 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 325
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ