logo

წავა თუ არა მალდინი? "ელიოტმა" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

წავა თუ არა მალდინი? "ელიოტმა" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

არახალი ამბავია რომ ზვონიმირ ბობანსა და ივან გაზიდისს შორის რალფ რანგნიკის თაობაზე შელაპარაკება მოხდა, ამიტომ ხორვატი დაკავებულ თანამდებობას დაემშვიდობება. დიდი ალბათობით, იგივე ბედი ელის მალდინისაც, თუმცა მისი ამბავი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.

"Corriere della Sera"-ს მტკიცებით, "ელიოტი" მზადაა პაოლოს თანამდებობა შეუნარჩუნოს იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ახალ პროექტს მიიღებს და "მილანის" განვითარებას ახალ კადრებთან ერთად ეცდება. მალდინის ორი არჩევანი აქვს: ან მეგობარს სოლიდარობა გამოუცხადოს, ან "როსონერის" მომავალზე იზრუნოს.

ჯერჯერობით მალდინის პასუხი ცნობილი არაა, მაგრამ ფაქტია გაზიდისის იდეები არც პაოლოს ხიბლავს. მთავარი პრობლემა კი მაინც ისაა, რომ გაზიდისმა რანგნიკთან მოლაპარაკებები ბობანთან და მალდინისთან კონსულტაციების გარეშე დაიწყო.

ინოვაციური, ახალი ჯგუფი ფეისბუქზე ფეხბურთის მოყვარულებისთვის, დაემატეთ. მე-12 მოთამაშე

3 კვირის წინ
1280 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 280
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ