მაურო იკარდი სამი იტალიური გრანდის რადარზე

მაურო იკარდი სამი იტალიური გრანდის რადარზე

გავლენიანი გამოცემა La Repubblica-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაურო იკარდის პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლანებმა უახლოეს მომავალში მის პროფესიულ მომავალზე შეიძლება იქონიოს გავლენა.

საქმე იმაშია, რომ მაურო ვანდა ნარას დაშორდა, რომელიც მის მეუღლეობასთან ერთად საფეხბურთო აგენტობასაც ითავსებდა, შესაბამისად კვირას გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, იკარდის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

წყაროს ცნობით, მაურო იკარდი სამი იტალიური კლუბის სამიზნეა, რომელთაგან ერთ-ერთი "მილანია". მაშინ, როცა არავინ იცის კიდევ როდემდე შეძლებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშს გუნდს ახალი ცენტრ ფორვარდი სჭირდება.

ასევე საქმეშია "ინტერი", რომელსაც მალე მოუწევს ედინ ძეკოს ღირსეული მემკვიდრის პოვნა და "იუვენტუსი", რადგან რონალდოს მიერ დატოვებულ სიცარიელეს მხოლოდ მოის კინი ვერ შეავსებს, ამიტომ პსჟ-ს ფორვარდთან კავშირები კვლავ გამოჩნდა.

1 თვის წინ
633 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო