ჟირუ: "ვითამაშებ თუ არა 40 წლამდე?!"

ჟირუ: "ვითამაშებ თუ არა 40 წლამდე?!"

"მილანის" თავდასხმელი ოლივიე ჟირუ აღიარებს, რომ 2020 წელს ჟოზე მოურინიოს მისი "ტოტენჰემში" წაყვანა სურდა, თუმცა ტრანსფერზე უარი განაცხადა, 1 წლის თავზე კი "როსონერის" რიგებში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამავე წლის იანვარში  ჟირუს გადაბირება იტალიურ გრანდებსაც სურდათ.

"დიახ, "ტოტენჰემი" ჩემით დაინტერსდა, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავი, რომ გამეფორმებინა კონტრაქტი "ლაციოსთან" ან "ინტერთან".  "მამლების" ვარიანტმა არ მიმიზიდა, რადგან პრემიერ ლიგის ოთხეულისთვის ბრძოლა იოლი არ ჩანდა".

"შევძლებ თუ არა 40 წლამდე თამაშს? "მილანში" ამის ბევრი კარგი მაგალითია.ზლატანი ძალიან დიდი პროფესიონალია და რა თქმა უნდა, ამას ყურადღებას ვაქცევ. სანამ ჩემი სხეული კარგ ფორმაშია და მოტივაციაც მაღალი მექნება, თამაშს არ შევწყვეტ".

"ამ ყველაფრის შემდეგ მინდა, რომ გავხდე სპორტული დირექტორი ან მსგავსი რამ, რადგან ფეხბურთი ერთადერთი საქმეა, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამომდის", - თქვა ფრანგმა ფორვარდმა "The Mirror"-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ჟირუმ "მილანთან" ერთად 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.  

1 თვის წინ
287 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო