logo

პრიმავერას ორი ვარსკვლავი, რომლებიც მთავარ გუნდში დებიუტის მოლოდინში არიან

პრიმავერას ორი ვარსკვლავი, რომლებიც მთავარ გუნდში დებიუტის მოლოდინში არიან

ბოლო წლებში "მილანის" ახალგაზრდულმა სექტორმა ბევრი წარმატებული ფეხბურთელი აღზარდა. უახლოეს წარსულში მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდათ დანიელ მალდინისა და მატეო გაბიას, თუმცა ეს ყველაფერი არაა.

"Tuttosport"-ის მტკიცებით აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება პრიმავერას გუნდის კაპიტანს მარკო ბრეშანინის, რომელმაც მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. იმის ფონზე, რომ "მილანს" ნახევარდაცვაში უჭირს, არაა გამორიცხული მისი დებიუტი მალე ვიხილოთ.

მეორე ფეხბურთელი კი 19 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუან კაპანია, რომელიც "როსონერის" "ლაციოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის წლევანდელი მონაგარი 11 შეხვედრაში 8 გოლია.

3 თვის წინ
1149 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 325
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ