ტომორი, როგორც "ღმერთის სიხარული "მილანს" - ინგლისელი იტალიაში ბედნიერია (+ვიდეო)

კანადაში გაზრდილმა ცენტრალურმა მცველმა, ფიკაიო ტომორიმ "მილანში" 2020-21 წლების სეზონის მეორე ნახევარში  22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარის აღება ერთხელ - "იუვენტუსის" წინააღმდეგ ტურინში შეძლო.

DAZN-თან ინტერვიუში "როსონერის" უკანახაზელმა საინტერესო თემებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "მილანში" თავს კარგად გრძობს და მზადაა ამ გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯოს.

"ჩელსი" ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, რადგან იქ 15 წელი გავატარე და დიდ ტურნირებზე თამაშით ოცნება ავიხდინე, მაგრამ ახლა "მილანში"  ვარ, ეს გუნდი საოცრად მიყვარს და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ".

"გასულ სეზონში ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება შევძელი და  ახლა, ისევ ამ გუნდთან ერთად, უფრო დიდი და ამბიციური მიზნები მაქვს".

"იტალია ძალიან შემიყვარდა, აქაურობა ინგლისისგან განსხვავდება. აქ მოდუნება, გასეირნება, ყავის დალევა უფრო მშვიდად შეგიძლია, რაც ძალიან სასიამოვნოა".

"მიხარია, რომ ტამი აბრაჰამი იტალიაში გადმობარგდა. ჩვენ თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ. "ჩელსიში" ერთად თამაში მაშინ დავიწყეთ, როდესაც  7 წლის ვიყავი და ძირითად გუნდამდე გზა ერთად გავიკვალეთ. მისი აქ ყოფნით ბედნიერი ვარ".

"ჩემი სრული სახელი? ოლუვაფიკაიომი ოლუვადამილოლა ტომორი ნიგერიული წარმომავლობისაა, რაც "ღმერთმა სიხარულით ამავსოს" ნიშნავს. ნიგერიაში ასეთი სტილის სახელებს ბავშვებს ხშირად არქმევენ".

აქვე გთავაზობთ ფიკაო ტომორის მომენტებს ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ლივერპულთან" და მისი შეფასება თქვენთვის მოგვინდია...

იხილეთ ვიდეო:

1 თვის წინ
538 / 1
Ibra
user
American Umagresi shenazenia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო