logo

"მილანს" "ლაიპციგის" ვარსკვლავის შეძენა საოცრად დაბალ ფასში შეუძლია

"მილანს" "ლაიპციგის" ვარსკვლავის შეძენა საოცრად დაბალ ფასში შეუძლია

2017 წელს ჩინელების "მილანს" მირაბელის ინიციატივით ემილ ფორსბერგის დამატება სურდათ, თუმცა იმ დროისათვის მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და შვედი შემტევი გერმანიაში დარჩა.

28 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით მომავალ ზაფხულს გუნდს შეიცვლის, რადგან ნაგელსმანმა ის არც ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში არ ათამაშა. "ტოტენჰემთან" ძალიან მცირე დრო დაუთმო, ხოლო "ბაიერნთან" საერთოდ არ ათამაშა.

მიუხედავად მისდამი უნდობლობისა, ფორსბერგმა მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი, ხოლო თანაგუნდელებს 4-ჯერ გაატანინა. ემილისადმი ინტერესს "მილანის" გარდა ინგლისური გრანდები: "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავენ.

გერმანული მედიის მტკიცებით კი "ლაიპციგი" მზადაა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს 20 მილიონ ევროდ შეელიოს. ანტე რებიჩის გერმანიიდან წარმატებული ტრანსფერის შემდეგ "როსონერის" ბუნდესლიგიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირება უნდა.

ამავდორულად ფორსბერგის აგენტმა ახლო წარსულში მისი კლიენტის "მილანში" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა: "ლაიპციგში უნდა გააცნობიერონ რომ ისინი ემილს ოცნებებს უნგრევენ."

3 თვის წინ
1617 / 1
rossoneri-best
user
Guri Dorokashvili ვაბშე არაა ფორსბერგისთვის 20მლნ საოცრად დაბალი ფასი, ერთი ორი სეზონი ჩაატარა კარგათ და წელს ზამენის ფეხბურთელია თან 28 წლის
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 326
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ